Accentnews.ge
ბიძინა კულუმბეგოვი: "აუცილებელია, მოქალაქეების 90-95%-მა შინ და გარეთ პირბადეები ატარონ"

ბიძინა კულუმბეგოვი: "აუცილებელია, მოქალაქეების 90-95%-მა შინ და გარეთ პირბადეები ატარონ"

10/12/2020 05:35:21 საზოგადოება

"აუცილებელია, მოქალაქეების 90-95%-მა შინ და გარეთ პირბადეები ატარონ", – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითქმის 21 ათას ტესტზე ავედით; გაზრდილი ტესტირების მიუხედავად, გამოვლენილი ადამიანების რიცხვი პირდაპირპროპორციულად არ გაიზარდა და შესაბამისად, შემცირდა პოზიტიურობის მაჩვენებელი 25%-მდე, რაც კარგია. უნდა დავაკვირდეთ 7-14-დღიან მონაცემებს და შემდგომ ვიმსჯელოთ. ზოგადად საუბარი იყო მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე, ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, განვიხილეთ იგივე გერმანიის და სკანდინავიის ქვეყნების მაგალითები. ასევე ვიმსჯელეთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. მიუხედავად იმისა, რომ 65%-მდე გაიზარდა პირბადის ტარება, რაც ძალიან კარგია, ჩვენ ეს არ გვაწყობს. აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა. ამიტომ, ამ ორკვირიანი დაკვირვების შედეგად მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ, როგორი იქნება 24 დეკემბერი-2 იანვრის გადაწყვეტილებები, რათა არ დაზიანდეს ერთის მხრივ ეპიდემიის სწორი მართვა და მეორეს მხრივ ეკონომიკასაც მიეცეს დაპირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში მუშაობის საშუალება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S