Accentnews.ge
ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყება

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყება

09/12/2020 20:13:49 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყება.

ისრაელმა Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დღეს მიიღო.

„ისრაელში ვაქცინაციას 27 დეკემბერს ვიწყებთ. დღეში 60 ათასამდე აცრის გაკეთებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პირველი თავად იქნება, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს:

„ამ ვაქცინის მჯერა. მოველი, რომ უახლოეს დღეებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა შესაბამის ლიცენზიას მიიღებს. მინდა, რომ ისრაელის მოქალაქეებმა ვაქცინაცია გაიარონ. მსურს მათთვის მაგალითი ვიყო და ისრაელში პირველი ვიქნები, ვინც ვაქცინას გაიკეთებს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S