Accentnews.ge
EMA–ზე კიბერშეტევა განხორციელდა - სააგენტო COVID-19-ის საწინააღმდეგო ორ ვაქცინას ამოწმებს

EMA–ზე კიბერშეტევა განხორციელდა - სააგენტო COVID-19-ის საწინააღმდეგო ორ ვაქცინას ამოწმებს

09/12/2020 20:08:34 მსოფლიო

"ევროპის მედიკამენტების სააგენტოზე" (EMA) კიბერთავდასხმა განხორციელდა,– იუწყება BBC.

სააგენტო ამჟამად COVID-19-ის ორი ვაქცინის შემოწმებაზე მუშაობს.

"EMA კიბერშეტევის ობიექტი გახდა. სააგენტომ სწრაფად დაიწყო გამოძიება სამართალდამცავებთან და სხვა შესაბამის პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გამოძიების დასრულებამდე, სააგენტო დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებს.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს Microsoft-ის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები COVID-19 ვაქცინის მკვლევრებზე ჰაკერულ თავდასხმას ახორციელებდნენ.

ინტერპოლმა მსოფლიოს ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოები გააფრთხილა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები COVID-19-ის ყალბი ვაქცინებით ვაჭრობას ან ნამდვილი ვაქცინების მოპარვას შეეცდებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S