Accentnews.ge
თურქეთი რუსული ვაქცინის შესყიდვას არ აპირებს

თურქეთი რუსული ვაქცინის შესყიდვას არ აპირებს

09/12/2020 19:39:43 მსოფლიო

თურქეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შესყიდვას არ აპირებს,– იუწყება Reuters თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეტინ კოჯაზე დაყრდნობით.

მინისტრმა განაცხადა, რომ პრეპარატს აუცილებელი ლაბორატორიული გამოკვლევა არ გაუვლია, შესაბამისად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მის გამოყენებაზე ნებართვის გაცემა.

მანამდე რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თურქეთი ვაქცინა Sputnik V-ით დაინტერესდა. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდიდან წყარომ, რომელიც Sputnik V-ის მხარდამჭერია, „ტასს“ დაუდასტურა, რომ თურქეთთან მოლაპარაკებები გრძელდება.

Reuters წერს, რომ თურქეთმა 50 მილიონი დოზა ვაქცინა ჩინეთის კომპანია Sinovac Biotech-ისგან შეიძინა და მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას დეკემბერში გეგმავს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ანკარას ასევე გამიზნული აქვს, 2021 წლის ბოლომდე შეიძინოს Pfizer-BioNTech-ის პრეპარატი.

ეპიდემიის დაწყებიდან თურქეთში COVID-19-ით თითქმის 900 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, 15 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: რუსეთში "Спутник V"-ის I დოზის მიღების შემდეგ მოქალაქეები კორონავირუსით ავადდებიან, არის გარდაცვალების შემთხვევებიც

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S