რამაზ გოგლიძე გარდაიცვალა
09/12/2020 17:55:04 საზოგადოება
79 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე.
იგი 1982-86 წლებში სპორტის სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, იყო ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციების პრეზიდენტი, ხოლო 2008-2012 წლებში – ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.
რამაზ გოგლიძე სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.


