კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
09/12/2020 12:15:40 საზოგადოება
გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ ქსელის ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „გორმედში“ ადასტურებენ.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ბოლო დღებში კი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
ექიმი კლინიკა ,,გორმედში“ წლების მანძილზე მუშაობდა. პანდემიის დაწყების დღიდან კი ის აქტიურად იყო ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა, 3 895 გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსდა.
ჯამში საქართველოში ინფიცირების 17 4383 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 145287 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 1614 ადამიანი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში სულ 20 959 ტესტი ჩატარდა, აქედან 7 793 PCR და 13 166 ანტიგენი


