Accentnews.ge
იტალიელმა მამაკაცმა ცოლთან კამათის შემდეგ დასამშვიდებლად 450 კილომეტრი ფეხით გაიარა

იტალიელმა მამაკაცმა ცოლთან კამათის შემდეგ დასამშვიდებლად 450 კილომეტრი ფეხით გაიარა

09/12/2020 06:28:33 მსოფლიო

იტალიელმა მამაკაცმა ცოლთან კამათის შემდეგ დასამშვიდებლად 450 კილომეტრი ფეხით გაიარა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 48 წლის მამაკაცი კომოში მდებარე სახლიდან გავიდა და უმისამართოდ ერთი კვირის განმავლობაში დადიოდა. ბოლოს იგი პოლიციამ ფანოში, ადრიატიკის სანაპიროზე გააჩერა და მამაკაცი "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის 400 ევროთი დააჯარიმა.

მისი პირადობის დამადასტურებელი მონაცემების გადამოწმებისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, რომ ცოლს კაცის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში განცხადება ჰქონდა შეტანილი. პოლიციამ ცოლს მეუღლის პოვნის შესახებ შეატყობინა.

"კომოდან აქამდე ფეხით ვიარე. არ გამომიყენებია არანაირი ტრანსპორტი. გზაში ხალხი მაძლევდა საჭმელსა და წყალს. კარგად ვარ, უბრალოდ ცოტა დაღლილი ვარ", – განუცხადა მამაკაცმა სამართალდამცველებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S