Accentnews.ge
საფრანგეთმა შესაძლოა, შეზღუდვები 15 დეკემბრიდან არ შეამსუბუქოს

საფრანგეთმა შესაძლოა, შეზღუდვები 15 დეკემბრიდან არ შეამსუბუქოს

09/12/2020 10:11:18 მსოფლიო

საფრანგეთმა შესაძლოა, შეზღუდვები 15 დეკემბრიდან არ შეამსუბუქოს. ამის შესახებ მთავრობის პრეს–სპიკერმა გაბრიელ ატალმა განაცხადა.

"საჭიროების შემთხვევაში შეზღუდვები არ შემსუბუქდება", – განაცხადა ატალმა.

ეპიდვითარების გაუარესების გამო საფრანგეთმა ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება 28 ოქტომბერს მიიღო. ქვეყანაში ბარები, კაფეები და ღამის კლუბები ამ დრომდე დახურული რჩება. საფრანგეთში საშობაოდ ზამთრის კურორტებიც დახურული იქნება.

ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბრძანებულების თანახმად, 28 ნოემბრიდან ეტაპობრივად მოიხსნება გადაადგილების შეზღუდვა და შობა–ახალი წლის დღეებში მოქალაქეებს ახლობლების ნახვის საშუალება ექნებათ. ხსენებული პერიოდიდან რელიგიური მსახურება დასაშვები იქნება, თუმცა მას 30–ზე მეტი ადამიანი არ უნდა დაესწროს. 15 დეკემბრიდან მაღაზიების, თეატრებისა და კინოთეატრების გახსნაც იგეგმება. პრეზიდენტის თქმით, თუ თუ კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 5000–ს არ გადააჭარბებს კიდევ რამდენიმე შეზღუდვას გააუქმებენ.

ცნობისთვის: საფრანგეთში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 13 713 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 56 352 ადამიანი ემსხვერპლა, გამოვლენილია ინფიცირების 2 მილიონზე მეტი შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S