Accentnews.ge
მოსკოვმა სომხეთსა და აზერბაიჯანს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რიგი პროდუქციის შეტანა აუკრძალა

მოსკოვმა სომხეთსა და აზერბაიჯანს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რიგი პროდუქციის შეტანა აუკრძალა

09/12/2020 09:16:36 მსოფლიო

მოსკოვმა სომხეთსა და აზერბაიჯანს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რიგი პროდუქციის შეტანა აუკრძალა.

როგორც რუსეთის მთავარ სანიტარულ სამსახურში აცხადებენ, სომხეთის არმავირის რეგიონში მოყვანილი პომიდვრის და წიწაკის რუსეთში იმპორტი 14 დეკემბრიდან იკრძალება. მიზეზად ბოსტნეულში მოზაიკის ვირუსის გამოვლენა სახელდება.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ ქვეყანაში მოყვანილი პომიდვრისა და ვაშლის იმპორტი რუსეთში 10 დეკემბრიდან იკრძალება. მიზეზად "ხილსა და ბოსტნეულში მავნებლების აღმოჩენა" სახელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S