Accentnews.ge
ვინ შეძლებს მართვის მოწმობის გამოცდებზე გასვლას შეზღუდვბის პირობებში

ვინ შეძლებს მართვის მოწმობის გამოცდებზე გასვლას შეზღუდვბის პირობებში

09/12/2020 08:01:54 საზოგადოება

მართვის მოწმობის მისაღებად შესაბამის გამოცდაზე გასვლას მომსახურების სააგენტოში მხოლოდ 30 ნოემბრამდე დარეგისტრირებული პირები შეძლებენ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ მომსახურეობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახურეობის სააგენტოს გარკვეული სერვისები შეჩერებული აქვს. კერძოდ, მართვის მოწმობებთან დაგაკვშირებით, 30 ნოემბრიდანაა შეჩერებულია თეორიულ გამოცდაზე გასვლა.

„ის პირები, რომელთაც რეგისტრაცია უკვე გავლილი ჰქონდათ, ან ჩაბარებული აქვთ შესაბამის კატეგორიის თეორიული გამოცდა, შეძლებენ გამოცდაზე გასვლას. სხვა პირები ვერ შეძლებენ, რადგან მათთვის რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია“, - განაცხადა იმედა მაკასარაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S