კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა თბილისზე მოდის
09/12/2020 06:55:14 საზოგადოება
მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 637 თბილისში, 489 აჭარაში, 823 კი იმერეთში დაფიქსირდა. დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია:
თბილისში – 1 637,
აჭარაში – 489,
იმერეთში – 823,
ქვემო ქართლში – 372,
შიდა ქართლში – 381,
გურიაში – 93,
სამეგრელო – ზემო სვანეთში – 377,
კახეთში – 328,
მცხეთა-მთიანეთში – 143,
სამცხე-ჯავახეთში – 73,
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 18.


