აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პენსილვანიაში არჩევნების შედეგების გადახედვის თაობაზე ტრამპის გუნდის სარჩელი არ დააკმაყოფილა
09/12/2020 06:18:59 მსოფლიო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პენსილვანიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის თაობაზე მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანაგუნდელების სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ტრამპის თანაგუნდელები ფოსტით მიღებული 2,5 მილიონამდე ბიულეტინის ბათილად გამოცხადებას ითხოვდნენ.
„ეს არჩევნები დასრულებულია. ჩვენ უნდა შეწყვიტოთ სასამართლო დავების ეს ცირკი და გავაგრძელოთ წინსვლა“, – დაწერა შტატის მთავარმა პროკურორმა, დემოკრატმა ჯოშ შაპირომ „ტვიტერში“ პირად გვერდზე.
პენსილვანია, რომელიც ამომრჩეველთა კოლეგიაში 20 ხმას ფლობს, ერთ-ერთ მერყევ შტატად ითვლებოდა. შტატის ხელისუფლებამ არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე მერყევ შტატში დამარცხებას არ აღიარებს. მისი გუნდი სასამართლო დავას განაგრძობენ.


