Accentnews.ge
საფრანგეთის ალპებში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა ხუთი მაშველი

საფრანგეთის ალპებში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა ხუთი მაშველი

09/12/2020 05:39:32 მსოფლიო

საფრანგეთის ალპებში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაიღუპა, მეექვსე კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაწერა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ცნობით, ავიაკატასტროფაში გარდაცვლილები საფრანგეთის საჰაერო სამაშველო სამსახურის წევრები არიან.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სამი ვერტმფრენი და 40 მაშველი მონაწილეობდა. ოპერაცია ნისლის გამო შეფერხებული იყო.

ვერტმფრენი სავოიის დეპარტამენტში ჩამოვარდა. ერთ-ერთმა მფრინავმა კატასტროფამდე განგაშის შეტყობინების გაგზავნა და კატაპულტირება მოასწრო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S