Accentnews.ge
აზერბაიჯანმა შეზღუდვები გაამკაცრა

აზერბაიჯანმა შეზღუდვები გაამკაცრა

08/12/2020 11:26:33 მსოფლიო

აზერბაიჯანმა კარანტინის განსაკუთრებული რეჟიმი 31 იანვრამდე გაახანგრძლივა და შეზღუდვები გაამკაცრა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, გამკაცრებული რეგულაციები 14 დეკემბრიდან 18 იანვრამდე პერიოდში იმოქმედებს. 14 დეკემბრის დილის 06:00 საათიდან ძალაში შედის მოკლეტექსტური შეტყობინებებით სახლიდან გასვლის ნებართვის გაცემის სისტემა. ამასთან, იკრძალება კვებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. მეტროპოლიტენი 31 იანვრამდე არ იმუშავებს. უქმე დღეებში არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 3086 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს აზერბაიჯანში 1 675 ადამიანი ემსხვერპლა, გამოვლენილია ინფიცირების 149 765 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S