Accentnews.ge
9 დეკემბრიდან დანიის 98 რეგიონიდან 38-ში ბარები, რესტორნები, მუზეუმები, კინოთეატრები და თეატრები დაიკეტა

9 დეკემბრიდან დანიის 98 რეგიონიდან 38-ში ბარები, რესტორნები, მუზეუმები, კინოთეატრები და თეატრები დაიკეტა

08/12/2020 10:36:46 მსოფლიო

დანიაში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 9 დეკემბრიდან დანიის 98 რეგიონიდან 38-ში დაიკეტა ბარები, რესტორნები, მუზეუმები, კინოთეატრები და თეატრები.

დისტანციურ სწავლებაზე გადავა სკოლის ყველა საფეხური და უნივერსიტეტები. რეგიონულ დონეზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში 2021 წლის 3 იანვრამდე დარჩება. ღამის კლუბების დახურვა 2021 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.

დანიის მთავრობამ ჯერ კიდევ 23 ოქტომბერს 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა, ასევე, სავალდებულო გახადა პირბადის ტარება ყველა საზოგადოებრივ ადგილას. ადგილობრივი დროით 22:00 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალა. დაკრძალვაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და მაქსიმუმ 50-ს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S