იმერეთის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა
08/12/2020 09:58:12 საზოგადოება
იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
იგი თვითიზოლაციაშია და მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს.
ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსით 673 ადამიანი დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 169 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 141 392პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1576 გარდაიცვალა.


