"28 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა 6 152 ობიექტს შეუჩერდა"
08/12/2020 08:49:09 საზოგადოება
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა 6 152 ობიექტს შეუჩერდა.
„7 დეკემბრის მონაცემებით, საზედამხედველო უწყებების მიერ შემოწმდა ობიექტები და გაიცა 423 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, საქმიანობა 180 ობიექტს შეუჩერდა. ამასთან, გრძელდება რემონიტორინგი, გუშინ 192 ობიექტი შემოწმდა ხელახლა და დადგინდა, რომ სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. ამასთან, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდისთვის არსებული მონაცემებით, ჯამში 25 121 ობიექტი შემოწმდა, დაჯარიმდა - 10, საქმიანობა შეუჩერდა 6 152-ს, 19 000-ზე მეტი გაფრთხილებაა გაცემული“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.


