"კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირს შესაძლოა, გრიპის ვირუსი შეხვდეს"
08/12/2020 08:35:57 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირს, რომელსაც Covid-19 აქვს გადატანილი, შესაძლოა, შეხვდეს გრიპის ვირუსი.
"Covid-19 და გრიპის ვირუსი რესპირაციული დაავადებებია. თუმცა კორონავირუსი სხვაა და გრიპის ვირუსი სხვა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირს შესაძლოა, შეხვდეს გრიპის ვირუსი. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია, გაიკეთოს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. კორონავირუსი გრიპის საწინააღმდეგოდ არ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა", – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, პირბადის ტარება, დისტანცია და ხელების ხშირი დაბანა როგორც კორონავირუსისგან, ასევე სხვა რესპირაციული ვირუსებისგან დაიცავს მოსახლეობას.


