Accentnews.ge
საქართველომ 1 000 ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი მიიღო

საქართველომ 1 000 ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი მიიღო

08/12/2020 08:20:41 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ 1 000 ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი მიიღო.

მინისტრის თქმით, მათი დარიგება უკვე დაწყებულია კლინიკებსა და სასტუმროებში.

„გუშინ დასრულდა ერთ-ერთი მთავარი ნაკადის ჩამოსვლა იმ შესყიდვების, რომელიც განხორციელდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე მიღებული გვაქვს 1 000 ჟანგბადის კონცენტრატორი, რომლის დარიგებაც დაწყებულია საჭიროებისამებრ. ესეც რეგიონების მიხედვით, საჭიროებისამებრ დარიგდება ყველა კლინიკასა და სასტუმროში. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 169 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 141 392პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1576 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S