Accentnews.ge
ბათუმში კორონავირუსით 54 წლის ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 54 წლის ექიმი გარდაიცვალა

08/12/2020 08:24:11 საზოგადოება

ბათუმში კორონავირუსით 54 წლის ექიმი გარდაიცვალა. ექიმი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტი მართვის სუნთქვაზე იყო, იგი საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს.

„სამ კვირაზე მეტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა, კოვიდსასტუმროდან გადმოიყვანეს, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. მდგომარეობა ამ ხნის განმავლობაში დამძიმდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, მას შესაბამისი სამედიცინო პროცედირები ჩაუტარდა",- აცხადებენ კლინიკაში.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 169 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 141 392პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1576 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S