Accentnews.ge
ჯანმო წინააღმდეგია, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულოდ გამოცხადდეს

ჯანმო წინააღმდეგია, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულოდ გამოცხადდეს

08/12/2020 06:09:25 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წინააღმდეგია, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულოდ გამოცხადდეს.

როგორც ჯანმო–ს იმუნიზაციის დეპარტამენტის დირექტორმა ქეით ო’ბრაიენმა განაცხადა, პრეპარატის სავალდებულოდ გამოცხადებაზე სასარგებლო იქნება, თუ ქვეყნები მოსახლეობას ვაქცინის ეფექტურობაში დაარწმუნებენ.

"ვფიქრობ, არც ერთი ქვეყანა ვაქცინაციას სავალდებულოდ არ გამოაცხადებს. შესაძლოა, მედპერსონალს მოსთხოვონ ან რეკომენდაციით მიმართონ, რომ გაიკეთონ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა, რადგან ისინიც და მათი პაციენტებიც უსაფრთხოდ იყვნენ", – განაცხადა ქეით ო’ბრაიენმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყეს.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 67 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 67 938 995 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 550 263 ადამიანი იმსხვერპლა. 47 023 575 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 137 499 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1540 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S