დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი
08/12/2020 05:24:42 საზოგადოება
დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში წვიმის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში თოვლის სახით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთის მიმართულებით დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში 20-25 მეტრი წამით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, გორი-სურამის მონაკვეთზე 17-22 მეტრი წამში.
ნალექიანი ამინდი საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.


