Accentnews.ge
ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის სანქციების რეჟიმი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის სანქციების რეჟიმი დაამტკიცა

07/12/2020 14:59:51 მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის სანქციების რეჟიმი დაამტკიცა. გადაწყვეტილება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის სახელმწიფო და სხვა აქტორებს შეეხებათ, რომელებიც დაკავშირებულები არიან ან მონაწილეობენ ადამიანის უფლებების დარღვევაში.

სანქციების რეჟიმი ევროკავშირის ტერიტორიაზე იმქომედებს, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, სად ჩაიდინეს დანაშაული. ადამიანის უფლებების დამრღვევ პირებსა და ორგანიზაციებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ და აქტივებს გაუყინავენ.

დოკუმენტით განსაზღვრული ქმედებები ეხება ისეთ მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ტრეფიკინგი, წამება, ადამიანების თვითნებური დაკავება და სხვა. როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია ნათქვამი, დღევანდელი გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ რჩება ევროკავშირის საგარეო ქმედებების ქვაკუთხედად, პრიორიტეტად და ასახავს ევროკავშირის სიმტკიცეს, უპასუხოს ადამიანის უფლებების დარღვევასა და ბოროტად გამოყენებას მთელ მსოფლიოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S