Accentnews.ge
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, აშშ-სთან ურთიერთობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, აშშ-სთან ურთიერთობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია

07/12/2020 14:26:55 მსოფლიო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, აშშ-სთან ურთიერთობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

"ევროკავშირი მზადაა, განაგრძოს თანამშრომლობა აშშ-სთან ყველა სფეროში, იქნება ეს ევროკავშირის აღმოსავლეთ თუ სამხრეთ სამეზობლო, დასავლეთ ბალკანეთი, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა ლათინური ამერიკა, კარიბის აუზი თუ ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონი. საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს მის ინტერესს, აწარმოოს რეგულარული, ყოვლისმომცველი და სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგი შეერთებულ შტატებთან, მათ შორის – უმაღლეს დონეზე, რათა ტრანსატლანტიკური პარტნიორობის პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული. საბჭო მზადაა, განიხილოს საერთო ინტერესის ყველა მიმართულება და მოელის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაღრმავებას", – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ აშშ–მა და ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა უნდა განაგრძონ, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს პარტნიორობის განმტკიცების გზით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S