საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობა შობა–ახალი წლის პერიოდშიც იმოქმედებს
07/12/2020 13:56:33 მსოფლიო
საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობა შობა–ახალი წლის პერიოდშიც იმოქმედებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სკოლები, ბარები და რესტორნები 7 იანვრამდე დაკეტილი იქნება.
იანვარში შეზღუდვების ნაწილის, მათ შორის "კომენდანტის საათის" გაუქმება იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საბერძნეთმა ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 14 ნოემბრის შემდეგ მოქმედებს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საბერძნეთში კოვიდ-ინფიცირების 115 471 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 3003 პირი გარდაიცვალა.


