C3S: "ისტორიაში პირველად, გასული თვე ყველაზე ცხელი ნოემბერი იყო"
07/12/2020 12:00:35 მსოფლიო
ისტორიაში პირველად, გასული თვე მსოფლიოში ყველაზე ცხელი ნოემბერი იყო, – ამის შესახებ კოპერნიკის სახელობის კლიმატის ცვლილებების სამსახური (C3S) იუწყება.
მისივე მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერში ჰაერის ტემპერატურა გასული წლების ნოემბრის თვეებში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელზე 0,8 გრადუსით მაღალი იყო.
C3S–ის ცნობით, 1981 წლის შემდეგ ევროპაში ნოემბერში ჰაერის ტემპერატურამ 2,2 გრადუსით მოიმატა. დღემდე ევროპაში ნოემბერში ყველაზე მაღალი ტემპერატურა (ნორმაზე 2,4 გრადუსით მაღალი) 2015 წელს იყო დაფიქსირებული.
მეცნიერების თქმით, ეს გლობალური დათბობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანია.


