Accentnews.ge
ერდოღანი: „თურქეთი მუქარებისა და შანტაჟის წინაშე ქედს არ მოიხრის“

ერდოღანი: „თურქეთი მუქარებისა და შანტაჟის წინაშე ქედს არ მოიხრის“

07/12/2020 11:12:04 მსოფლიო

თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საკითხთან დაკავშირებით მუქარებისა და შანტაჟის წინაშე ქედს არ მოიხრის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი მხარს უჭერს მშვიდობასა და თანამშრომლობას და მზად არის მოლაპარაკებებისთვის.

„აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა დაძაბულობის მომხრე და მუდამ მხარს უჭერდა მშვიდობას, თანამშრომლობასა და სამართლიანობას. ამ ყველაფრამდე მისასვლელი გზა ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებულ მოლაპარაკებებზე გადის. ჩვენ მუქარისა და შანტაჟის წინაშე ქედს არ მოვიხრით და არ დავუშვებთ იმპერიალისტურ ექსპანსიონიზმს”, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა კვიპროსთან ახლოს ხმელთაშუა ზღვის სადავო წყლებში წიაღისეულის ასათვისებლად გემები გაგზავნა.

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთთან დაკავშირებული საკითხის განსახილველად ბრიუსელში შეიკრიბნენ. ევროკავშირის მინისტრებმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძველზე უნდა იმსჯელონ. სანქციების დაწესებისკენ საგარეო საქმეთა მინისტრებს ევროპარლამენტმა მოუწოდა, რისი მიზეზიც ერდოღანის მიერ არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსში სტუმრობა და თურქეთის მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში წარმოებული ოპერაციები გახდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S