Accentnews.ge
გამყრელიძე განმარტავს, რატომ დაფიქსირდა კოვიდ–ინფიცირების მხოლოდ 2 501 ახალი შემთხვევა

გამყრელიძე განმარტავს, რატომ დაფიქსირდა კოვიდ–ინფიცირების მხოლოდ 2 501 ახალი შემთხვევა

07/12/2020 09:22:27 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა 6 დეკემბერს ჩატარებული ტესტირების სიმცირეს უკავშირდება.

„შემზღუდველი ღონისძიებების გათვალისწინებთ მოლოდინი მაქვს, რომ ინფიცირების შემთხვევების დიდი ზრდა არ უნდა გვქონდეს ამ კვირის ბოლოს, ანუ გარკვეულად უნდა სტაბილიზაციისკენ წავიდეს ზრდის მაჩვენებელი. დღეს რეალურად შემცირება გვაქვს, მაგრამ როგორც გითხარით, ეს შემცირება ძირითადად არის იმის ხარჯზე, რომ გუშინ 24 საათში 10 000-მდე ტესტი გაკეთდა. თუ ჩვენ 20 000-მდე ტესტი გვექნება, მაშინ გამოვლენა მეტი იქნება, მაგრამ ამ გამოვლენის მატების დროს რაოდენობა ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ხარჯზე გაიზრდება. სწორედ მათი იზოლირება მოგვცემს გარკვეულად ამ ჯაჭვის შემსუბუქების საშუალებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ის მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს:

„მაქსიმალურად უნდ ვეცადოთ პირბადის ტარების გაინტენსივობას, ტენდენცია კარგი გვაქვს – 55%-დან 65%–ზე ავედით, მაგრამ სასურველია, ეს იყოს 95%, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირებულთა რაოდნეობასა და გადადების მაჩვენებელს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა შემზღუდავ ღონისძიებასთან ერთად ტესტირების გაფართოებას, ჩვენთვის ასეთი სამიზე არის 20 000. ანუ, ამ ორი თვის განმავლობაში, დეკემბერში და იანვარში მაქსიმალურად უნდა გავაფართოოთ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა, როგორც „პისიარის“, ისე ანტიგენზე დამყარებულის, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ შემდეგში შემზღუდველი ღიონისძიებების შემსუბუქებისთვის, თუ ეს პროცესი გადაწყდა ქევყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 36 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 137 499 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1540 გარდაიცვალა.

მთავრობის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 9 442 ტესტი ჩატარდა, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S