საქართველოში ექიმების COVID-19–ით ინფიცირების მაჩვენებელი 6,5%–ია
07/12/2020 09:01:51 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ექიმების ინფიცირების რაოდენობა 6,5%–ს შეადგენს.
ტიკარაძე ამბობს, რომ მედპერსონალის ინფიცირების გამო ქვეყანაში ექიმების დეფიციტი არ შეიქმნება.
„ოჯახისა და სოფლის ექიმების 90% გადავამზადეთ, ასევე ზაფხულის პერიოდში გადავამზადეთ 43 კლინიკის ექიმი და ტრენინგებს ვაგრძელებთ. თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია ცოდნის გადაცემა ექიმიდან ექიმზე, ვინაიდან ამ ტრენინგების შინაარსი არც თუ ისეთი რთულია, რომ მათი დაცვა და აღსრულება შემდეგ უკვე მუშაობის პერიოდში იყოს რთული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


