Accentnews.ge
ჩინეთის საბაჟო სამსახურის ცნობით, პანდემიის მიუხედავად,  ქვეყანაში ექსპორტის ბუმია

ჩინეთის საბაჟო სამსახურის ცნობით, პანდემიის მიუხედავად,  ქვეყანაში ექსპორტის ბუმია

07/12/2020 09:00:27 მსოფლიო

ჩინეთის საბაჟო სამსახურის ცნობით, პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში ექსპორტის ბუმია.

მისი ინფორმაციით, ნოემბერში ჩინეთიდან ექსპორტის მოცულობა 21%-ით გაიზარდა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ საგარეო ვაჭრობის საერთო მოცულობის 13,6%-იანი ზრდის ფონზე, ჩინეთის ეკონომიკა პროგნოზებთან შედარებით, უფრო სწრაფად აღდგება.

შეგახსენებთ, ზაფხულის შემდეგ ჩინეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ყოველდღიურად ჩინეთში ვირუსის ერთეული შემთხვევები აღირიცხება.

გერმანული მედიის ცნობით, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ეკონომიკის რეცესიას განიცდის, ჩინეთის ეკონომიკა იზრდება. პროგნოზების მიხედვით, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წელს 2-დან -2,2%-მდე იქნება; ხოლო მეოთხე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა შესაძლოა, 5,5%-ით გაიზარდოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S