მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა
07/12/2020 07:12:05 საზოგადოება
სხალთის მთავარეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, მეუფე სპირიდონი საავადმყოფოში მკურნალობს.
გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 36 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 137 499 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1540 გარდაიცვალა.
მთავრობის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 9 442 ტესტი ჩატარდა, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR.


