კორონავირუსით დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა
07/12/2020 06:55:50 საზოგადოება
კორონავირუსით დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა,– ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია ანდრია ჯაღმაიძე იტყობინება.
„სამწუხაროდ, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს",– წერს ჯაღმაიძე.
გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 36 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 137 499 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1540 გარდაიცვალა.
მთავრობის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 9 442 ტესტი ჩატარდა, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR.


