კორონავირუსით ინფიცირებული 1 135 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 417 ხელოვნურ სუნთქვაზეა
07/12/2020 06:57:53 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 060 - თბილისში. გარდაიცვალა 36 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 988.
ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 1 060;
აჭარა – 337;
იმერეთი – 397;
ქვემო ქართლი – 175;
შიდა ქართლი – 108;
გურია– 32;
სამეგრელო– ზემო სვანეთი – 177;
კახეთი – 80;
მცხეთა-მთიანეთი –90;
სამცხე-ჯავახეთი –45;
რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 0;
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 25 911 აქტიური შემთხვევაა. 6 963 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 744 - კოვიდ-სასტუმროში, 15 204 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 1 267 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 135–ს შეადგენს. მათგან 417 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 137 499 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1540 გარდაიცვალა.
მთავრობის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 9 442 ტესტი ჩატარდა, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR.


