ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან სამი ჩვილი გამოჯანმრთელდა
07/12/2020 06:46:57 საზოგადოება
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან სამი ჩვილი გამოჯანმრთელდა. მათგან ორი ერთი თვის, ხოლო ერთი 26 დღის ასაკისაა. როგორც ცნობილია, ჩვილების დაინფიცირება დედასთან კონტაქტის შემდეგ მოხდა.
ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის ეჭვით 14 ჩვილი იმყოფება. ჩვილებიდან ყველაზე უფროსი ერთი თვის, ხოლო ყველაზე პატარა ერთი კვირის არის. პაციენტების ნაწილი კლინიკაში სახლებიდან, ნაწილი კი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან გადაიყვანეს.


