Accentnews.ge
ინდოეთის ქალაქ ელურუში დაუდგენელი დაავადებით 2 დღეში 227 ადამიანია ჰოსპიტალიზებული

ინდოეთის ქალაქ ელურუში დაუდგენელი დაავადებით 2 დღეში 227 ადამიანია ჰოსპიტალიზებული

07/12/2020 06:39:01 მსოფლიო

​ინდოეთში, ქალაქ ელურუში დაუდგენელი დაავადების შესახებ იუწყებიან. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ავადობის პირველი შემთხვევა შაბათს დაფიქსირდა და 2 დღის განმავლობაში უკვე 227 ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

პაციენტებს ეპილეფსიის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ექიმების განცხადებით, კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა.

რადგან ყველა მათგანი ერთი რეგიონის მცხოვრებია, ვარაუდობენ, რომ დაავადების მიზეზი შესაძლოა, წყლის დაბინძურება იყოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S