ლილოს დასახლებაში, სასაწყობე ფართის ნაწილში ხანძარია
07/12/2020 05:29:13 საზოგადოება
ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩა N9-ში მდებარე სასაწყობე ფართის ნაწილში ხანძარია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ცხრა ეკიპაჟი მუშაობს. მიმდინარეობს ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.


