Accentnews.ge
ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

06/12/2020 17:31:38 საზოგადოება

"ლუტეცია" ჯგუფის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე 63 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. Facebook-ზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ბიზნესმენის, საქართველოში "ლუტეცია" ჯგუფის დამფუძნებელისა და პრეზიდენტის, ღირსეული პიროვნების, ერთგული მეგობრისა და ყველა გაჭირვებული ადამიანის გვერდით მდგომის, სიკეთით სავსე ადამიანის, ვ ა ხ ტ ა ნ გ ფ ხ ა კ ა ძ ი ს გარდაცვალების გამო. ვახტანგი იყო მეუფე იაკობის კურსელი და დიდი ხნის მეგობარი. ვუთანაგრძნობთ ვახტანგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ბიზნესმენი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S