Accentnews.ge
კორონავირუსით ინფიცირებული 1066 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 420 ხელოვნურ სუნთქვაზეა

კორონავირუსით ინფიცირებული 1066 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 420 ხელოვნურ სუნთქვაზეა

06/12/2020 07:02:01 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 615- თბილისში. გარდაიცვალა 42 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4 301.

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისი – 1 615;

აჭარა – 491;

იმერეთი – 564;

ქვემო ქართლი – 395;

შიდა ქართლი – 253;

გურია– 77;

სამეგრელო– ზემო სვანეთი – 433;

კახეთი – 236;

მცხეთა-მთიანეთი –175;

სამცხე-ჯავახეთი –76;

რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 6;

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 27 434 აქტიური შემთხვევაა. 6 897 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 969 - კოვიდ-სასტუმროში, 16 568 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 1 282 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 066–ს შეადგენს. მათგან 420 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 162 475 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 133 511 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1504 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S