სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
05/12/2020 10:26:50 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან - ქარბუქი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში გამოიწვიოს ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.


