Accentnews.ge
"მიპასუხე!" – პროტესტი 112–თან

"მიპასუხე!" – პროტესტი 112–თან

05/12/2020 10:22:45 საზოგადოება

"მიპასუხე!", "სისტემა გაჭედილია!", "ნუ გვწირავთ სიკვდილისთვის!" - ამ სლოგანებით აქტივისტებმა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის შემონასთან აქცია გამართეს.

მათი თქმით, 112 ზარებზე პასუხს აყოვნებს, ხოლი იმ შემთხვევაში, თუ მათ უპასუხეს, მიუხედავად ვითარების სიმძიმისა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები ადგილზე ვერ ან რამდენიმე საათის დაგვიანებით მიდიან.

"ვხედავთ, რომ ადამიანები არიან გასაჭირში, 112 კი ზარებს არ პასუხობს. ვხედავთ, რომ სისტემა ჩამოშლილია. ჩვენ მოვედით, რათა ეს გავაპროტესტოთ". - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S