ზურაბ ჯავახაძე კორონავირუსით გარდაიცვალა
05/12/2020 10:04:17 საზოგადოება
84 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა ქართული სპორტის მკვლევარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ზურაბ ჯავახაძე.
ზურაბ ჯავახაძე გახლდათ სპორტულ თემაზე შექმნილი 40-მდე წიგნის ავტორი. მათ შორის არის წიგნები ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაზე, სახელოვან ოლიმპიელებზე, გამოჩენილ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე, სპორტის ცალკეულ სახეობებზე.
ზურაბ ჯავახაძეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. თანმდევი დაავადებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5450 ახალი შემთხვევიდან 931 - იმერეთში დაფიქსირდა.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობამ 39-ით მოიმატა და 1462-ს მიაღწია.


