კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა
05/12/2020 07:21:07 საზოგადოება
კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი, ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.
მისივე ცნობით, სასულიერო პირი დღეს, ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში დაასაფლავეს.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ვირუსს თბილისის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის მოძღვარი დავით მაჩიტაძე ემსხვერპლა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 37 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 5450 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 2306 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 158154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 129210 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1462 გარდაიცვალა.


