Accentnews.ge
საქართველოში ამ ეტაპზე 16 621 კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობის კურსს ბინაზე გადის

საქართველოში ამ ეტაპზე 16 621 კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობის კურსს ბინაზე გადის

05/12/2020 07:11:13 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 2 053 - თბილისში. გარდაიცვალა 37 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 306 .

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისი – 2 053 ;

აჭარა – 453;

იმერეთი – 931;

ქვემო ქართლი –339;

შიდა ქართლი – 528;

გურია– 84;

სამეგრელო– ზემო სვანეთი – 434;

კახეთი – 386;

მცხეთა-მთიანეთი –101;

სამცხე-ჯავახეთი –105';

რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 33;

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 27 456 აქტიური შემთხვევაა. 6 768 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 4 067 - კოვიდ-სასტუმროში, 16 621 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 1 325 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 116–ს შეადგენს. მათგან 395 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 158 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 129 210 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1462 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S