როდისთვის პროგნოზირებს ცერცვაძე, პანდემიამდე არსებული ცხოვრების წესის დაბრუნებას საქართველოში
05/12/2020 05:38:11 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ქვეყანა პანდემიამდე არსებული ცხოვრების წესს 2021 წლის გაზაფხულის ბოლოს დაუბრუნდება.
"მარტ-აპრილში ამას [ვაქცინაციას] დავიწყებთ და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით გაზაფხულის ბოლოს. მანამდე ეს საგიჟეთი მორჩება, ანუ ახლანდელი მდგომარეობა არ იქნება დაახლოებით ერთ თვეში, ხოლო ნორმალურს დავუბრუნდებით გაზაფხულის ბოლოს", – აცხადებს ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ბოლო რამდენიმე კვირაა კოვიდ–ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობა 5000–მდე გაიზარდა.
რაც შეეხება კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას, პრეპარატის შემოტანას საქართველოში გაზაფხულისთვის პროგნოზირებენ. როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ვაქცინაცია ქვეყნის მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. მისივე თქმით, პირველ რიგში, რისკ–ჯგუფებში შემავალი პირები აიცრებიან.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 152 704 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის126 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 425 გარდაიცვალა.


