"დრო ნამდვილად არ დაგვიკარგავს. 1 საათითაც არ შემწყვეტილა მუშაობა, რათა დღევანდელი დღისთვის მომზადებული ვყოფილიყავით"
04/12/2020 12:20:13 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს კორონავირუსთან ბრძოლაში დრო არ დაუკარგავს, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობდა, რათა გამოწვევებისთვის მზად ყოფილიყო.
"დრო ნამდვილად არ დაგვიკარგავს. ვინაიდან, ჯანდაცვის სამინისტროში ერთი დღითაც და ერთი საათითაც არ შემწყდარა მუშაობა იმისათვის, რომ დღევანდელი დღისთვის მოვმზადებულიყავით. ასევე, დღესაც ვაგრძელებთ მომზადებას იმისათვის, რომ ხვალ და ზეგ ყველა გამოწვევას ვუპასუხოთ", - აცხადებს ტიკარაძე.


