Accentnews.ge
28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა

28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა

04/12/2020 09:15:11 საზოგადოება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა. მიზეზად ეპიდვითარების გამო დაწესებული ახალი რეგულაციების დარღვევა სახელდება.

მისივე თქმით, ხსენებულ პერიოდში სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი, მათგან 16 733 გააფრთხილეს, 7 კი დააჯარიმეს.

მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 28 ნოემბრიდან საქართველოში აკრძალულია კომერციული საქმიანობის არაერთი ფორმა, მათ შორის – მოლების მუშაობა, ბაზრობებზე ტანსაცმლის გაყიდვა და რესტორნებში სტუმრის გამასპინძლება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S