Accentnews.ge
გამყრელიძე ცერცვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

გამყრელიძე ცერცვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

04/12/2020 09:15:33 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების თაობაზე არ ადასტურებს.

გამყრელიძის განცხადებით, ჯერ–ჯერობით არ არის დადასტურებული, დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევა საქართველოში.

„მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ რეინფექცია გვქონდა, არ არის. გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი კვლევა და ამავე დროს, მიმდინარეობს ე.წ სეკვენირება, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს და ეს ტექნოლოგიები აქვს მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას ჩვენს ქვეყანაში. რომ დავადასტურო, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატიული კვლევის, თუ სხვა არგუმენტის, რომელიც არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რეინფიცირების სავარაუდო შემთხვევები ძირითადად ის პაციენტები არიან, რომლებსაც გაზაფხულზე ჰქონდათ კორონავირუსი:

„ეს იყო ძირითადად გაზაფხულის შემთხვევები და ახლა ნოემბერში განმეორებით. ახლა ვიკვლევთ პირველად ნიმუშებს, ნამდვილად იყო თუ არა, სადმე ხომ არ მოხდა შეცდომა და ა.შ. ეს არ არის მარტივი, რომ დაადასტურო, გაქვს თუ არა ქვეყანაში რეინფირიცირება“.

ცნობისთვის: გუშინ თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა. მისი თქმით, ქვეყანაში რეინფიცირების სამი ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია გამოვლენილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ჯამში გამოვლენილია კოვიდ–ინფიცირების 152 704 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 126 904, გარდაიცვალა 1 425 პაციენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S