Accentnews.ge
გაბუნია: "გუშინ საქართველოში 17 000–მდე სწრაფი და PCR ტესტი ჩატარდა, რაც რეკორდული რაოდენობაა"

გაბუნია: "გუშინ საქართველოში 17 000–მდე სწრაფი და PCR ტესტი ჩატარდა, რაც რეკორდული რაოდენობაა"

04/12/2020 08:52:15 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გაფართოვებული ტესტირებების პროგრამის ფარგლებში ბოლო 24 საათში საქართველოში 17 000–მდე ტესტირება ჩატარდა, მათ შორის სწრაფი ანტიგენის და PCR.

"17000–მდე ავიდა ტესტების რაოდენობა გუშინ ორივე ერთად, გარკვეულწილად, ესაა რეკორდული მაჩვენებელი", - განაცხადა გაბუნიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ჯამში გამოვლენილია კოვიდ–ინფიცირების 152 704 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 126 904, გარდაიცვალა 1 425 პაციენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S