Accentnews.ge
თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ ვერ გადაჰყავს 112-ს მძიმე პაციენტები ჰოსპიტალში დროულად

თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ ვერ გადაჰყავს 112-ს მძიმე პაციენტები ჰოსპიტალში დროულად

04/12/2020 08:44:01 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პაციენტების 75-80% კლინიკებში 112-ის გავლით ხვდება. მისი თქმით, იმის გამო, რომ მოქალაქეები კლინიკებში თვითდინებითაც მიდიან, შესაძლოა, მძიმე პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდეს.

"ზოგჯერ ისე ხდება, რომ თვითდინებით მისული პაციენტი უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და დაიკავოს თავისუფალი ადგილი და ამან გაახანგრძლივოს 112-ის მოლოდინის პერიოდი... 112-ის გარეშე კლინიკაში მოხვედრა იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება უფრო დიდ ხანს ელოდეს გადაყვანას", -განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მან უარყო, რომ პაციენტთა ჰოსპიტალიზება შესაძლოა, ნაცნობობას უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ არ გამორიცხა, რომ საქართველოს კლინიკებში ინფიცირებული პაციენტები "ნაცნობობით" ხვდებოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S