როგორ ზამთარს პროგნოზირებენ საქართველოში
04/12/2020 08:18:50 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე ერთი გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებში იქნება.
"სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების პროგნოზით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, ჰაერის ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6, მთიან რაიონებში - 8, -10, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - 11, -13 გრადუსამდე.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ჰაერის ტემპერატურა ბარში -7, -9, მთიან რაიონებში -11, -14, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსი იქნება.


